“რუსთაველზე, Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”

0
654
34 Views

Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.

შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.

გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ “ალტ-ინფოს” წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები. გადაიკეტა სამანქანო გზა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა ლგბტ თემის დროშა დახიეს.

პრაიდის მოწინააღმდეგეები „ქართული ოცნების“ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან.

„ალტ-ინფოს“ წევრ შოთა მარტინენკოს განცხადებით, ისინი ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისთან მივლენ.

„ამ გეი ფესტივალს ფაქტია, რომ ძალის თვალსაზრისით იცავს „ქართული ოცნება“. იგი ეჯახება მოსახლეობას, ქართულ ფასეულობებს ურტყამს და ატარებს ამ სიბინძურეს, ამიტომ რადგან ატარებს, უნდა მივიდეთ და რა პოზიციაც დაიკავა იმ პოზიციით სიმბოლო გავუკრათ, მათ ოფისზე გეი დროშას გავუკრავთ, შემდეგ გადავინაცვლებთ ევროკავშირის ოფისთან და დავაფიქსირებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგები ვართ ევროკავშირში გაწევრიანების. ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან დიდი მასა ხალხის, ვინც ამის წინააღმდეგია, ამიტომ ამ პოზიციას დავაფიქსირებთ მათი დროშის დახევის სახით“, – განაცხადა შოთა მარტინენკომ.

2 ივლისს, გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ Tbilisi Pride-ის მოწინააღმდეგე ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.

ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას – ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ. სწორედ ამ მიზნით იყვნენ შეკრებილები დაკავების დროსაც.

Cesko