“შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ” – აშშ-ის საელჩო

0
443
133 Views

პრაიდის თვესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სხვა სექსუალური კუთვნილების ადამიანების აშშ იღებს ისეთებს, როგორებიც არიან :

“ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ,” – ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

Cesko