„დადგა დრო მოყოლის… რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს ვიქნებოდით უსახლკაროდ” – რა პრობლემები შეექმნა ზაზა კოლელიშვილს?

0
1130
771 Views

მსახიობი ზაზა კოლელიშვილმა მისი ოჯახის ირგვლივ შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა:

“ცეცხლზე ნავთს ვასხამ ალბათ, იმ პიროვნებამაც თქვა, რომ არ გინდა აფიშირებაო, მაგრამ ალბათ, დადგა დრო, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას. რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა, დღეს ვიქნებოდით უსახლკაროდ. ფილმის გამო ჩვენ ვალები წამოვიკიდეთ იმიტომ, რომ სახელმწიფო დაფინანსება უცებ შეგვიწყდა. ეს არის “ომი და ქორწილი”, რომელიც იყო ცხინვალის ამბებზე. დავრჩით ბედის ანაბარა, დაწყებულია ფილმი, დასაწყისში ჩვენი სახსრები გვქონდა, ჯგუფი აყვანილია, გადაღება დაწყებული, კეთილი ხალხისგან დახმარებები წამოსული, ისეთი რომ ძალიან დიდი ფული ღირდა. ყველა გმირი ვინც გადარჩა ცხინვალის ომს, ეკრანზე ისევ ჯავშან-ჟილეტებში ჩაცმულები ჩემს გადაღებაზე იყვნენ… თავიდან კულტურის სამინისტრომ დაიწყო დაფინანსება და მერე რატომღაც…

მათ მთხოვეს, რომ არ გამეხმაურებინა ეს ამბავი. ვიცი, რომ იმ ბანკში ბინა არც ერთს არ დაკარგვია” – თქვა “სიცრუის დეტექტორში” მსახიობმა.

Cesko