უცხოელები საქართველოში ლუდის აბაზანების მიღებით ინტერესდებიან

0
398
267 Views

უცხოელები საქართველოში ლუდის აბაზანების მიღებით ინტერესდებიან – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის მფლობელი კომპანია „ვარძიას“ დამფუძნებელს ესაუბრა.

ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ ასპინძაში ლუდის პირველი სპა ცენტრის სტუმრების 70%-ს წარმოადგენენ უკრაინელები, რუსები, პოლონელები და გერმანელები. „მაისი დატვირთული იყო, მეტი ტურისტი იყო ჩამოსული, ივნისში ცოტა მოიკლო, თუმცა, ბოლო 10 დღეა აქტივობა გაიზარდა. წინასწარი ჯავშნები პოზიტიურ მოლოდინს მიჩენს. მგონია, რომ ივლისი – აგვისტო ბევრად კარგი სიტუაცია იქნება“- აცხადებს ზედგენიძე “ბიზნესპარტნიორთან”.

შეგახსენებთ, კომპანიამ „ვარძია“ კომპლექსი “მელუდის სახლი“ გასულ წელს გახსნა, სადაც განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი სერვისი ჯერ არ არსებობს.

Cesko