„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„2016 წელს როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და უპატრონოდ დარჩენილ “ქართულ ოცნებას “ ეშმაკები დაეპატრონენ -პირველად პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილი ვამხილე ღალატში – პასუხად მთელი მთავრობა რადიკალურად დამიპირისპირდა ‼️
შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას,ბერძენიშვილებს და ხიდაშელს მივახურე პატრიარქის – ეკლესიის ლანძღვის და ანტიქართული საქმიანობის გამო – მთელი მთავრობა რადიკალურად დამიპირისპირდა ‼️
ამ მწარე რეალობიდან გამომდინარე უაზრობად ჩავთვალე იმ მინისტრთა კაბინეტში დარჩენა,რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების იდეების წინააღმდეგ მიდიოდა ‼️
პროტესტის ნიშნად გადავდექი ,მინისტრთა კაბინეტიდან წამოვედი და გადადგომის განცხადება მაშინდელ პრემიერ-მინისტრს (რესპუბლიკელების მეგობარს და ლობისტს) გიორგი კვირიკაშვილს სახეზე მივახიე ‼️
რატომ გავიხსენე ეს ისტორია – ყველა ის “ქართული ოცნების” კოალიციის ლიდერი,რომელსაც მაშინ დავუპირისპირდი და ღალატში ვამხილე დღეს ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერია და მისადმი სანქციების შემოღებას ითხოვს ‼️
მაგალითი უამრავია – მარგველაშვილიც,რესპუბლიკელებიც,ხიდაშელიც,ბერძენიშვილებიც ,კვირიკაშვილიც და ყველა მათი ამფსონები “ქართული ოცნების” გასამართლებას,საერთაშორისო სანქციებს და მთავრობის გადადგომას ითხოვენ ‼️
ის ხალხი რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელებს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა (მაგ.რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი,რომელსაც 200 000 დოლარი გადაუხადა სამკურნალოდ და სიცოცხლე აჩუქა) დღეს მისი ფულის დაყადაღებას და წართმევას ითხოვს (ეს უმადურობის აპოგეაა) ‼️
ყოველივედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – წლებით ადრე მივხვდით გონიერი ხალხი ვინ ვინ იყო ,მაგრამ არ მოგვეცა საშუალება,რომ გაგვეწმინდა ხელისუფლება ,რასაც ბუნებრივად მოყვა ის რომ სახელმწიფოს ღალატმა დაგვაკარგინა 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარი ‼️
მერწმუნეთ – დღეს ბევრად უარესი კატასტროფის და დაპირისპირების წინაშე ვდგავართ ‼️
მიმდინარეობს მაქსიმალური მცდელობა,რომ საქართველო საომარ მოქმედებებში გახვიონ ‼️
ახლა მაინც გვმართებს გონიერება და სიმტკიცე,რათა პოლიტიკურმა ავანტურისტებმა კვლავ არ მოახერხონ თავიანთი ღალატის სისრულეში მოყვანა ‼️“