ნიკო კვარაცხელიას დედა ლევან კაჭარავას მკვლელობაზე: ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი (მედიაში  ვრცელდება ინფორმაცია რომ “ტილიკა” ძმებ კაკულიებს იცნობდა.)

0
1235
671 Views

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი, ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი” – ამის შესახებ თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

“და დღესაც ველით სიმართლის დადგენას, შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ , მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც ambebi ge ის მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა არ არსებობს, რომ არა “სეთურის” ინსტიტუტი.
უფალმა ინებოს რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…” – წერს იზო ომაძე “ფეისბუქში”

ცნობისთვის, დაახლოებით 16 საათის წინ, თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ყოფილი წევრი, ლევან კაჭარავა მეტსახელად “ტილიკა, ჩაცხრილეს.

მედიაში  ვრცელდება ინფორმაცია რომ “ტილიკა” ძმებ კაკულიებს იცნობდა.

Cesko