110 Views
ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას 24 რაკეტა ესროლეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ინფორმაციის მიხედვით, რაკეტები ქალაქ ჟიტომირთან მდებარე სამხედრო ნაწილებში და ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა.
„ქალაქ ჟიტომირში რაკეტები არ ჩამოვარდნილა. ღამით დაიბომბა სამხედრო ობიექტები. რაკეტები თვითმფრინავებიდან იყო გამოშვებული, ბელარუსის მხრიდან. საერთო ჯამში 24 რაკეტა გაისროლეს“ – დაწერა ფეისბუკში ჟიტომირის მერმა სერგეი სუხომლინმა.
თავის მხრივ ჟიტომირის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა.