“თქვენი ფრთიანი ფრაზაა: “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო”…გარწმუნებთ: ამჯერად, იქ არ გათხარეთ სადაც შეიძლებოდა” 

0
761
288 Views

✅ ქალბატონო სალომე, მართალია, თავიდანვე განაცხადეთ: “პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, ოღონდ ცოტა ზემოთ”, მაგრამ ასე შორს და მაღლაც არ წარმომედგინეთ.
მიწაზე როცა დაეშვებით, ვაითუ ის თბილი სავარძელი აღარ დაგხვდეთ, რბილად რომ ჩაბრძანდეთ. იფიქრეთ ამაზე.
კარგი სამსახური კი იპოვეთ ივანიშვილის წყალობით. ვალდებულება და პასუხისმგებლობა – ნულოვანი, პრეტენზიები და ქვეყნის მტრობა – მაქსიმალური, შვილების თბილად მოწყობა ამერიკასა და საფრანგეთში – მყისიერი, ვეტო – ჯერჯერობით ერთი.
თქვენი ფრთიანი ფრაზაა: “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო”…
გარწმუნებთ: ამჯერად, იქ არ გათხარეთ სადაც შეიძლებოდა და თქვენს (ნაცებთან ერთად) გათხრილ ორმოში თავად აღმოჩნდებით.
ისე, პრეზიდენტობიდან ნაცკრიმინალური მოძრაობის აქტივისტობამდე ჩამოქვეითება და მილიონზე მეტი ამომრჩევლის დაცინვა როგორ მოახერხეთ, მაინც გასაკვირია. ეტყობა, იმდენი გამეცადინეს, “ნაცმკვლელები და მათი მხარდამჭერები არიან ევროპა და საქართველოს მომავალიო”, რომ დაიჯერეთ.
თან ახალი, გასაოცარი სტანდარტი დააწესეთ. ყოველ ჯერზე, როცა რამე არ მოგწონთ, ბრიფინგს ატარებთ და ბრიუსელში აბეზღებთ პრემიერ-მინისტრს. გუშინაც დაიმუქრეთ: მესიჯებს ვაგზავნი, რომ ღარიბაშვილი არ არის ქართველი ხალხიო. გეთანხმებით. ღარიბაშვილი ნამდვილად არ არის ქართველი ხალხი. მაგრამ, არც თქვენ, არც კრიმინალი სააკაშვილი თავისი სექტით, არც ვეტომდებელი მარგველაშვილი, არც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებული უსუფაშვილი და მათი მსგავსნი ხართ ქართველი ხალხი.
ქალბატონო პრეზიდენტო! იქნებ პრემიერ-მინისტრის დაბეზღებას “ცენტრალურ კომიტეტში” როგორმე გადაეჩვიოთ. სირცხვილია, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სხვა ქვეყანაში უჩიოდეს…ჯერ ღარიბაშვილის მშობლები დაგებარებინათ და დაგეტუქსათ. მოსთხოვეთ, ასწავლონ შვილს რომ: მკვლელი სააკაშვილი “პოლიტპატიმარია”, გენპროკურორის მოადგილე და მრავალი სისხლის სამართლის საქმის გამყალბებელი გვარამია – “მედიამენეჯერი”, ჩვენთვის წართმეული ფულებით აღზევებული ოლიგარქი კეზერაშვილი – “მედიამფლობელი”, ნაცკრიმინალები და მათი მხარდამჭერები კი – “ევროპული საზოგადოება”…
ქალბატონო სალომე!
ნულოვანი რეიტინგით პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ისე იქცევით, თითქოს თქვენი და თქვენი შვილების აყვავებული მომავლისთვის ჩაუცვამთ ნაცკრიმინალური რეჟიმის მიერ შვილმოკლულ დედებს შავები, თქვენთვის აფეთქებულა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, თქვენთვის მოუკლავთ სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე, თქვენთვის დაღვრილა უდანაშაულო გამცემლიძის, რობაქიძის, თეთრაძის, შარაძის, მოლაშვილის, დავითაშვილის და სხვათა სისხლი. თქვენთვის მჯდარა ციხეში ჩემი უდანაშაულო მეუღლეც – ვახტანგ ტალახაძე და თქვენთვის გარდაცვლილა ჩემი საუკეთესო მამაც. თქვენი პირადი კეთილდღეობისთვის გაგვივლია რეჟიმის მიერ დაზარალებულთ უკანონო პატიმრობა და წამება, გვიბრძოლია და გვიტანჯია…
ვუყურებ, შიდა და გარე მტრებთან ერთად, როგორ უნიჭოდ და საოცარი უტიფრობით ცდილობთ დაგვაბრუნოთ სისხლიან წარსულში და კოალიციური მთავრობის სახელით, ევროპული მომავლის ეგიდით, ისევ ნაცკრიმინალები მოიყვანოთ ხელისუფლებაში და ვფიქრობ: როგორ არ იცნობთ ქართულ საზოგადოებას. არც თქვენ, არც თქვენი უფროსები.
ქალბატონო პრეზიდენტო!
გადაეცით “ცენტრალურ კომიტეტს”:
არ გამოგივათ!
არა და არასოდეს!
ეს საქართველოა! ♥️

მაია ელოშვილი, ჟურნალისტი, ემიგრანტი; სოციალური ქსელი

 

Cesko