რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ვეტერან ამერიკელ სამხედრობს არ დაემუქრებათ სასიკვდილო განაჩენი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი ამბობს, ამერიკელები არალეგალურ საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული და მათი საქმე დამოკიდებულია გამოძიებაზე.
“მე გარანტიებს ვერ მოგცემთ. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული”, – თქვა პესკოვმა MSNBC-თან ინტერვიუში.
გამოცემა Telegraph-ის ცნობით, უკრაინის მხარეს მოხალისედ მებრძოლი ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე დრიუკი და ენდი ტაი ნგოკ ჰიუინი, ხარკოვის მახლობლად დაატყვევეს.
9 ივნისს კი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ უცხოელს, ორ ბრიტანელ მოქალაქესა და ერთ მაროკოელს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იღებდნენ მონაწილეობას.