„ყველა, ვინც ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციებს უერთდება მათი თანამოაზრეა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში” – ბიძინა გიორგობიანი

0
452
111 Views

ბიძინა გიორგობიანის აზრით, ნაცმოძრაობას მკვლელობების/თვითმკვლელობების პროტესტის ფონზე არ გამოუვიდათ ადრე რევოლუცია, მაშინაც დაიმალნენ სცენის უკან, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით, ახლაც ასე იქნება, ჩაუდგებიან ახალ რევკომს მალე სათავეში.

„ყველა, ვინც ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციებს უერთდება მათი თანამოაზრეა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. მათი მხარდამჭერია ყველა, ვინც დღეს მათ მიერ კარგად ორგანიზებულ “აქციას” ოდნავ მაინც თანაუგრძნობდა. ძალიან ნიშანდობლივია, ოდიოზური ნაცების დროებით გადამალვა და პუბლიკის მოტყუება თითქოსდა ევროკავშირის პერსპექტივის დაკარგვის შიშით. ამავდროულად არცერთი სიტყვა ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რეკომენდაციების შინაარსზე (აღნიშნული რეკომენდაციები იდენტურია მოლდაუს და უკრაინისთვისაც), მათი მთავარი მიზანია ხელისუფლების ცვლილება თავის სასარგებლოდ და პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის შევიწროვება საკუთარ ქვეყანაში. ეს უკანასკნელი მათი მთავარი სამიზნეა, პირველ რიგში და მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, საქართველოს გარეთ დადგენილ დღის წესრიგში, საკუთარი კორექტივი შეიტანოს. დამოუკიდებლად შეუძლია საქართველოში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტები განახორციელოს. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პოლიტიკურ პროცესებში უცერემონიოდ პირდაპირ ერევა, ევროპარლამენტის წევრები, სავარაუდოდ წინ გვაქვს პროცესების რადიკალიზაციის საშიშროებაც. ამ ფონზე ხელისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში ნაცები დიდხანს არ დარჩებიან ჩრდილში. აბა მართლა ლანაღოღობერიძისათვის კი არ უნდათ მათ ”ევროპაში”

აქვე დავამატებ. საქმეში ჩაუხედავი ახალგაზრდების მოსატყუებლად, მედიაში ვრცელდება ბრემენიუნის მკვლევარის, ვინმე ბიძინა ლებანიძის ტექსტი, სადაც დიდი ფანტაზიით ჩამოთვლილია, კანდიდატობის გაუგონარი სიკეთეები. ევროკავშირი ყოფილა პირდაპირ ბახჩისარაი და ჩვენ, მისმა მოქალაქეებმა არაფერი ვიცით ამის შესახებ

“დაახლ. ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული

მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია

ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი

ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:

7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში

ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = ეუ-ს 42 მუხლი)

2%იანი საბანკო სესხები

ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან”

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არასრულად დავაკოპირე, აბა როგორ არ გამოვა ქუჩაში ამ სისულელეების დამჯერი ადამიანი? ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენი ათეული წელია ელიან ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი, რა 5-8 წელი? ან რა უფასო ფული და ნატოს მე-5 მუხლი, ნატოს არაწევრი ქვეყნისათვის? დანარჩენ ტყუილებზე აღარც ღირს წერა.

მოკლედ მკვლელობების/თვითმკვლელობების პროტესტის ფონზე არ გამოუვიდათ ადრე რევოლუცია, მაშინაც დაიმალნენ სცენის უკან ცოტა ხნით ნაცები, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით, ახლაც ასე იქნება, ჩაუდგებიან ახალ რევკომს მალე სათავეში. აი რას ამბობდნენ არაპარტიული მენტალური ნაცები, აქციიდან სულ რამდენიმე საათში.

“თამარ ჩერგოლეიშვილი: მაიდანი დაიწყო 21 ნოემბერს და დასრულდა 22 თებერვალს. სამი თვე დასჭირდა! ჩვენც მაგდენი დაგვჭირდება!”

“ეკა გიგაური – ევროპამ გვითხრა: ჩვენ არ ვენდობით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ვენდობით ქართველ ხალხს – უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა”

“ზურაბ ჯაფარიძე – ერთადერთი, რამაც ივანიშვილს შეიძლება ძალაუფლება დაათმობინოს, არის ძალა, ძალაუფლება უნდა წაერთვას – საჭიროა, გაცილებით ხარისხიანი მობილიზაცია, შინაარსიანი ერთობა, მეთოდური დაპირისპირება” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

Cesko