სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაკარგული საფულე დაუბრუნეს, რომელშიც 1200 დოლარი და საბუთები იდო.
„ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200 დოლარი და საბუთები ადგილზეა.
ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი, მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს.
კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ, ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი“, – დაწერა ლაშა შუბითიძემ.