ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უიშვიათეს ფოტოებს ავრცელებს. როგორც ბადრი წერს, ფოტოები 2003 წელს არის გადაღებული.
”დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, ეს ფოტოები 2003 წელს არის გადაღებული, ეს ის პერიოდია ბიძინა ივანიშვილის არსებობაშიც ეჭვი რომ ეპარებოდათ, იმდენად არ ქონდა მას სურვილი ზედმეტად გამოჩენილიყო ხალხში…
მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვამზეურე ეს ფოტოები რომ მეჩვენებინა რეალობა… ჩვენ კიდევ მეგობრობის 42 წელი გვისრულდება წელს, რომელიც 1980 წლიდან დაიწყო… მადლობა უსაზღვრო!
ყველაზე საუკეთესო სურვილებით და დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს, ჩემი ოჯახისა და სამეგობროს ყველა წევრი, რომ არა თქვენ ოჯახთან ერთად?!…” – წერს ბადრი და ფოტოებს აქვეყნებს.