ზედმეტი თუ მოუვიდათ, მოგვიწევს გასვლა. ერთი-ორი პანჩური და 400 ლარიანი ჯარიმა… – ხათუნა ხოფერია

June 20, 10:49
0
352

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია დღევანდელ აქციაზე სოცქსელში წერს:

„ვიცი, რომ კიდევ ერთხელ და ეს უკვე მეათასეჯერ, იქნება ბაქი-ბუქი ხელისუფლების დამხობის დაუოკებელი წყურვილით. ისე, ომი ამ ამბავს არც ერთ ვარიანტში არ მოყვება. რატომ?.. იმიტომ, რომ რუსეთი ამ ხელისუფლების დასაცავად თავს არ შეიწუხებს. ამერიკამ როგორი დავცაც იცის ვნახეთ 2008-ში და აგერ ვხედავთ უკრაინაში. სხვა?… აბა, რა გითხრათ… ზედმეტი თუ მოუვიდათ, მოგვიწევს გასვლა. მოგრამ ომი არც ამ შემთხვევაში იქნება. ჰა, ჰა, მცირედი სამოქალაქო დაპირისპირება… ერთი-ორი პანჩური და 400 ლარიანი ჯარიმა. დაახლოებით ისეთი 6 რიცხვში რომ იყო… თბილისს პოლიცია რომ აჩერებდა და ისინი კურდღლებივით რომ გარბოდნენ. ისე, საინტერესოა, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი აიტიშნიკ-გამოქცეულები თუ გაბედავენ მისვლას?! მაინც მოემზადოს ხელისუფლება მათი დეპორტისთვის. ოღონდ, დეპორტი მინსკში!!!… აბა, სხვაგან საშიშია ფრენები.მოკლედ, სულ ესაა რა…

P.S.ჰო, პაატა შევარდნაძის რაღაც წავიკითხე. რა ვიცი, წერილი იყო, “რაპორტი”იყო, საშინაო დავალება იყო… მოკლედ, არ გამიკვირდება, ხვალ თუ ჯოხთაბერიძე გამოვა მიტინგზე პლაკატით- დეოლიგარქიზაცია!!! ეს საქართველოა!!!! აბა, გენა, ფონოგრამა… ვიწყებთ…..))))))))))))))))))))

Cesko