„ქვეყნის ამომგდების შთამომავალი, თხემით ტერფამდე რუსული აგენტურა საუბრობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე…“ – გიორგი გამსახურდია პაატა შევარდნაძეზე

0
759
420 Views

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება ედუარდ შევარდნაძის ვაჟის, პაატა შევარდნაძის გუშინდელ განცხადებას და წერს:

„ქვეყნის ამომგდების შთამომავალი, თხემით ტერფამდე, ოჯახურად რუსული აგენტურა საუბრობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ნაცსექტის ზეობისას ამათგან მე ძვირი არ მსმენია, ან საიდან უნდა გამეგო, მამამ შვილს გადაულოცა და… ამათი პროევროპულობა მეძავი და მონაგამიასავით არის…“

ცნობისთვის, გუშინ პაატა ბურჭულაძე ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, – წერს პაატა შევარდნაძე.

Cesko