– ე.წ. ლიბერალურ ოპოზიციას ხელმძღვანელობენ კგბ-ს სტაჟიანი თანამშრომლები, გოგი და ელენე ხოშტარიები, ლევან და დავით ბერძენიშვილები. დღემდე არ მითქვამს და „ალიას“ ექსკლუზიურად ვეტყვი – ასლან აბაშიძის კაბინეტში, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ლევან და დავით ბერძენიშვილის კგბ-სთან თანამშრომლობის დამადასტურებელი კართოკეტები, ეს შემზარავი ფაქტები… ლევან ბერძენიშვილის მეტსახელია „პინგვინა“, მისი ძმის მეტსახელი აღარ მახსოვს. ეს უკვე საქვეყნოდ ცნობილია და ამაზე უამრავი მასალაა გამოქვეყნებული, რომ დავით ბერძენიშვილმა დააჭერინა საკუთარი ძმა, ლევანი და ვახტანგ ძაბირაძე, კგბ-ს გამოძიებას ჩვენება მისცა, მე არაფერ შუაში ვარ, ანტისაბჭოთა საქმიანობაში მათ ჩამრთესო. ორივენი დაიჭირეს და მერე, ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი საცოლე „ჩაუშვა“ და დააჭერინა ანტისაბჭოთა ლიტერატურის ბეჭდვის გამო. აი, ასეთი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი აგენტები ხელმძღვანელობდნენ ლიბერალურ პროდასავლურ ოპოზიციას.ეს ე.წ. ლიბერალური ოპოზიცია, ბერძენიშვილების, ხოშტარიების და თემურ ალასანიას ფულებსა და იდეოლოგიაზე დგას, არანაირად არ არის არც ლიბერალური, არც პროდასავლური. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა კგბ-ს ჭუჭყი და მთხლე, რომელიც შემორჩა ქართულ პოლიტიკურ რეალობას. კგბ-ს აგენტებს როდის იყო დასავლეთისკენ მიჰყავდათ რომელიმე ქვეყანა? პირიქით, მათი დავალებაა, ეს პროცესში შეაფერხონ, დასავლეთის დისკრედიტაცია მოახდინონ და ამას აკეთებენ ხოშტარიები, ბერძენიშვილები და კგბ-ს სხვა აგენტები საქართველოში.
შეგახსენებთ, რას ამბობდა ლევან ბერძენიშვილი კაგებეს აგენტობაზე:
„საქმე ის არის, რომ ნებისმიერი, ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც სფეროში რამეს წარმოადგენს, იძენს როგორც მეგობრებს, ისე მტრებს. „ცუდას რად უნდა მტერობა…“ – ეს ნამდვილი ამბავია. როდესაც პირველად წავიკითხე, რომ მე ვარ კაგებეს აგენტი, ძალიან მეწყინა, მერე შევეგუე. ვიცი, რომ არ ვარ. ვისაც ჰგონია, მე იმას როგორ ვუშველო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა ჩემზე, რუსეთის აგენტიაო. მერე თვითონ თქვა, ვიხუმრეო, მერე ბოდიში მომიხადა და ტიპები არიან, ამბობენ, არა, მაინც აგენტიაო. ახლა არ ამბობს ასე, იმიტომ, რომ ასე სჭირდება, მაგრამ ისინი, ის ტიპები ამბობენ, ხომ ვიცით, რომ აგენტი არისო. მე რა შემიძლია. არის გამჯდარი საოცარი ამბავი, რომ მე ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში რაღაც მონაწილეობა მივიღე. მასთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა, არასდროს, არც პარლამენტში ვყოფილვარ მაგ დროს. ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ქალი მოდის და გაიღიმა, რომ დამინახა, უკვე ველოდები, ბატონო ლევან, თქვენ ლექციას მოვუსმინე ან რაღაც ასეთი, და – „სიკვდილი და კუბო შენ! შენ მოკალი ზვიადი!“ თურმე თავის თავს გაუღიმა: კარგია რომ დავინახე, ახლა ამას ვეტყვი, რაც საჭიროაო. საინტერესოა, რომ მაინცდამაინც ქალის ის ტიპაჟი მომეწონება ხოლმე, რომელიც ზვიადისტი აღმოჩნდება და გამომლანძღავს. ზოგჯერ მეტყვიან, ამან ის დაწერა, იმან ის დაწერა, უპასუხე. ვის ვუპასუხო, რა ვუპასუხო – რომ „აქლემი არ ვარ“?
წყარო : https://www.alia.ge/