ესენი თუ არ გაკავდნენ, ხუთჯერ ხუთი ივლისი გველის წინ! – ინგა გრიგოლია

June 19, 15:31
0
585

წუხელ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდასხმას, სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია ეხმაურება.

 

„წუხელ ბათუმში 5 ნაძირალა დაესხა თავს ჩვენს ოპერატორს, მურმან ზოიძეს, როცა ის რესპონდენტს რთავდა პირდაპირ ეთერში. თავდასხმას მისი შვილიც შეესწრო. ამათი გამოსწორება არ იქნება! არა და არა! ზუსტად ისე, როგორც 5 ივლისს – მმართველი ძალისგან წახალისებული და მოქსეული ტვინბნელების ხელით გვისწორდებიან. მაინც ვერ შეგვაშინებთ! ვერ გაგვტეხავთ! ვერ მოგვერევით! ??.

მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა, ჩვენთან რუსულ პროპაგანდას აძლიერებენ! ამიტომაც აღმოვჩნდით სტატუსს მიღმა ევროკავშირისგან!

მოკლედ, ესენი თუ არ გაკავდნენ, ხუთჯერ ხუთი ივლისი გველის წინ! 20 ივნისს 20 .00-ზე რუსთაველზე ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული ჩექმა და ჩვენი არჩევანია დასავლეთი! დღეს საღამოს კი, ათზე-მედიის ერთობლივი, დიდი გადაცემა რუსთაველიდან.“ – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე.

Cesko