681 Views
სამიქალაქო აქტივისტი, ლევან ლორთქიფანიძე ელენე ხოშტარიაზე წერს:
,,ფაქტია, ხომ არ ვაჭარბებ, რამეს ხომ არ ვიგონებ…
ქალს სრულიად უსამართლოდ, სასტიკად მოუკლეს მეგობარი, ათობით ჭრილობით დასერეს მისი ამხანაგის სხეული, კისერი გამოჭრეს და ისე დააგდეს სასაფლაოზე.
ეს ქალი ჯერ ცოტა ხნით აპროტესტებდა ამ არაადამიანურ, დემონურ საქციელს საკუთარი მეგობრის მიმართ, შემდეგ კი მეგობრის მკვლელების დაქვემდებარებაში საქართველოს მთავრობის წევრი (მინისტრის მოადგილის რანგში) გახდა.
2012 წლამდე მისი უშუალო ზემდგომი იყო პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
სოლიკო ვირსალაძის ჰონორარების აღება ყველა პოლიტიკური ნავით ნამგზავრი მამამისის მიერ, რატომ გაგიკვირდათ?”