“ზერელობა რჩება ქართველთა გამანადგურებელ თვისებად და დღევანდელობა ამის ტრაგიკული დადასტურებაა” – დემურ გიორხელიძე

0
497
70 Views

ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობს, იცის
რა დომინირებულ და უმთავრეს მნიშვნელობას ვანიჭებ
გეოპოლიტიკურ პროცესებს: მსოფლიოს მთავარ
მოთამაშეებს შორის არსებულ დაპირისპირებას,
კონკურენციასა თუ წინააღმდეგობებს!
გეოპოლიტიკური უვიცობა იყო საქართველოს დიდი
მარცხის მთავარი მიზეზი ყოველთვის: 1921, 1990 თუ 2008 წლებში! დ ა კ არ გ უ ლ ი ა ქვეყნის ტერიტორიის 55%!!!
დასკვენები?!
გააზრება?!
პერსპექტივის ტრაექტორიის აგება/დასახვა?!
არა!
ზერელობა რჩება ქართველთა გამანადგურებელ თვისებად
და დღევანდელობა ამ ზეროლობის ტრაგიკული
დადასტურებაა:
ყალბი იდეა-ფიქსები!
ყალბი ორიენტაციები!
ყალბი წარმოდგენა მომავალზე!
უტვინო რუსოფობია, თითქოს ვინმე დღეს რუსეთს ემსახურებოდეს საქართველოში! ?
ესეც უტვინობის შედეგია!
რუსეთის თემა – ფობიები ბრწყინვალედ ნიღბავს რეალურ მიმდინარეობასა და მსახურებას!
ჩემი ეს ნაწერი დაიმახსოვრეთ კარგად!
ან შესაძლებელი იქნება საღ ქართული სახელმწიფოს პერსპექტივაზე და ქართველი ხალხის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, ანდა კრახი უმძიმესი იქნება!
სატყუარა რუსოფობიის უკან, რომელიც ჭკუამოკლე ხალხს იოლად მოახვიეს თავს, – მიზანმიმართულად შეფუთეს გადაწყვეტილების მიმღები რუსების სასარგებლოდ მოქმედებაში, რათა გარკვეულ დრომდე არ გაცხადეს ის მომავალი რეალობა, რომელიც საქართველოს დაუდგება!
რაც შეეხება რუსეთს, – მე არ მჭჯერა იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და ინტელექტუალური ელიტებისა (ამის შესახებ არაერთხელ დავწერე), რომლებსაც (საკმაოდ ბევრს!) ფიზიოლოგიურად სძულს რუსეთი და ეს ფანტასტიკური სიმდიდრისა და ძალზე ნიჭიერი ხალხის ქვეყანა (რამაც მათ აქამდე მოაღწევინა), სხვისმსახურებაში ჩაფლეს ისე, რომ დამოუკიდებელი ძალის ცენტრი ვერასოდეს შექმნეს.
ამიტომ რუსეთის ამ დიდი გადაწყობის პირმშოა, მაგრამ ეს გადაწყობა არ მიდის მისი სცენარით!
საქქართველოს ყველა პერსპექტივა ზუსტად მაქვს გაანალიზებული: რა ხდება ერთი, თუ მეორე მხარის გამარჯვებისას, ზუსტად მაქვს დანახული “დიდი თურანის” როლი ამ ახალ სისტემაში და დიდი ალბათობით, საქაზრთველოს ადგილი მის შემადგენლობაში (ან პროტექტორატის ქვეშ).
პოლიტიკა – სასტიკი სფეროა, მაგრამ
ოპოლიტიკა – უპირატესად გარეშე თვალისთვის დახურული სფეროა! ამიტომაც არის კრიტიკული და საღი აზროვნება საჭირო, ამიტომ სჭირდება სახელმწიფოს მეცნიერება და განათლება, საკუთარი განვიტარების ტრაექტორიის აგება ამ არანორმალურად ატორტმანებულ სამყაროში და მისი რეალიზაციის გზების მუდმივი ძიება!
ქართველი გათიშეს რეალობიდან
მისი ცნობიერების კორექცია მოახდინეს და
აყეფებენ ამ უაზრო იდეა-ფიქსებს, რომლებსაც
არც აღსრულება უწერია ოდესმე და არც შესაძლებლობა,
რადგან ის სამყარო, რომლისკენაც თითქოს “ორიენტირებულია” საქართველოს წინწახტუნებული ნაწილი, ნელ-ნელა წარსულს ბარდება და ამ წარსულში შეიძლება ჩარჩეს საქართველოც!
სამი წლის წინ დავწერე – “დიდი თამაში” აღდგენილია-თქო!
ამ “დიდი თამაშის” არცოდნამ და ზერელე ქცევამ კისერი არაერთხელ მოგვტეხა! ახლაც ამ კისრისტეხვის მდგომარეობაში ვართ!
ეს შენიშვნა – გაფრთხილეაა!
არსად გავრბივარ და არც არასდროს წავალ ამ ქვეყნიდან, –
რაც შემეძლება, გავაკეთებ, რომ მორიგი კრახის წინაშე არ აღმოჩნდეს ის ქვეყანა, რომელიც ჩემად მიმაჩნია და ყველა შინაგანი თუ გარეგანი კავშირებით მასთან ვარ დაკავშირებული!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

 

Cesko