არ არის ხუმრობა და გთხოვთ, სერიოზულად მიიღეთ – დომენიკ მანგოს მოულოდნელი გადაწყვეტილება

June 14, 22:43
0
422

დომენიკ მანგო დამლაგებლად მუშაობას გეგმავს. მანგო საზოგადოებას სთხოვს, მისი განცხადება ხუმრობად არ მიიღოს.

„მეგობრებო. ეს პოსტი არ არის ხუმრობა და გთხოვთ სერიოზულად მიიღეთ. ვაპირებ დამლაგებლად ვიმუშაო. ვისაც გექნებათ სურვილი კვირაში 2-ჯერ ან 1-ჯერ შემიძლია, თქვენთან სახლში მოვიდე და დავაწკრიალო ყველაფერი.

ძალიან მოწესრიგებული ტიპი ვარ, პედანტურად წესრიგიანი. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ დამასაქმოთ თქვენთან სახლში, სიამოვნებით გავაკეთებ ამ საქმეს. სასურველია ცხოვრობდეთ ვაკის ტერიტორიაზე ან ვაკესთან ახლოს. ვიმუშავებ ერთ სამუშაო დღეში 100 ლარად და შევითავსებ საქმეს იქამდე, სანამ ბოლომდე არ დავალაგებ.

მადლობა და გთხოვთ არ დამცინოთ ან არ მიიღოთ ეს პოსტი ხუმრობად. მსურველებმა მომწერეთ პირადში. გთხოვთ გადამიზიარეთ პოსტი, რომ დროულად მოვძებნო დამქირავებელი“ – წერს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში.

Cesko