“ვინ ჩემი ალუდა ღუდუშაურია კოკა მორგოშია, 20-ში ზღვა ხალხი იქნება…” – ვახო სანაია

0
793
46 Views

კოკა მორგოშიას განცხადებით, 20-24 აპრილის განმავლობაში,  ალტ-ინფო კონტრ-აქციას ატარებს. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“ვინ ჩემი ალუდა ღუდუშაურია კოკა მორგოშია, ხალხო. ტურები, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ,,შაკლები” ხომ იცით, როგორ იქცევიან. სადაც რამდენიმე ადამიანი დაიგულეს 5 ივლისს, მანდ არიან მაგრები. სადაც ბევრი ხალხია, ახლოს ვერ ეკარებიან.

გახსოვთ ალბათ ლექსოს მკვლელობის მერე ხალხმრავალი აქციები – ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვნები. ყველა რუსთაველზე იდგა. 20-ში ზღვა ხალხი იქნება. კიდევ უფრო მეტი, გაცილებით მეტი.

ოჯახები ბავშვებით მოდიან, ბებიები, ბაბუები. აბსოლუტურად მშვიდობიანად ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ირჩევს ევროპას!”

Cesko