,,ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აფრთხილებდა ზელენსკის და ამ უკანასკნელმა არ დაუჯერა. ეს იმ ოპერიდანაა, მიშას რომ აფრთხილებდნენ და გაუჯიუტდა.
სტოლტენბერგმა ტერიტორიების დათმობა კი მოუწევს უკრაინას, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა დარჩეს დემოკრატიული და თავისუფალიო.
ეს სხვა ოპერაა-თბილისი რომ ვერ აიღეს ამერიკელების შიშით და რომ გავიმარჯვეთ, ცხადია, დამარცხების მიუხედავად.
სასაცილო მდგომარეობაში ჩაცვივდნენ ე.წ. სამხედრო ექსპერტები -ზოგი იძახდა ორი კვირის თავზე რუსეთს აუნაზღაურებელი დანაკლისი აქვს და დამარცხდაო, ზოგი რაკეტებს უთვლიდა-გაუთავდაო და ზოგიც საერთოდ,
კომიკურობაში გვირგვინი მაინც ტუსაღ სააკაშვილს ეკუთვნის- უკრაინა რომ გაიმარჯვებს და ევროკავშირში შევალთო, გამოაცხო პოსტი ციხიდან-ცხინვალის პრობლემა თავისით გადაწყდებაო და აფხაზეთთან ფედერალური სახელმწიფო უნდა შევქმნათ ცენტრით ქუთაისშიო.
საოცარი ისაა, როგორი სერიოზული აღფრთოვანებით შეხვდა ამ ბოდვას სექტა.
ამასობაში ოცნება არნახულ სიჯიუტეს ავლენს უთავმოყვარეობაში.
უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ ვარჯიშობს საქართველოს ხელისუფლების შეურაცხყოფაში და ესენი სოლიდარობის კონცერტებს აწყობენ.
არნახულ ქადჟობას ამჟღავნებს მადამ ზურაბიშვილი.
ეტყობა, ოპოზიციის ლიდერად ამზადებენ.
გამოადგებათ აშკარად, მისი სახელოვანი წინამორბედის არ იყოს.
ზოგადად, მტრის ძალების შეუფასებლობა სიგიჟე და დანაშაულია, ამ სიგიჟის შედეგები ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. ეს შეუფასებლობა ურაპატრიოტულ ტვინის ანთებასთან ერთად ქვეყნის დაღუპვის უტყუარი და გამოცდილი რეცეპტია, რომელსაც ჩვენც ხშირად გვიწერენ და უკრაინასაც. იმედია, ახლა მაინც ვისწავლით ჭკუას.“
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე; სოციალური ქსელი