“მოვალ, ამ სტუ­დი­ა­ში მო­ვიხ­დი ბო­დიშს, ცოტა ნა­ცარს ფი­ა­ლით მო­ვი­ტან და თავ­ზე წა­ვიყ­რი” – გუბაზ სანიკიძე

0
663
34 Views

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი “იმ ემიგ­რა­ცი­ის პრო­დუქ­ტია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო მი­ა­ტო­ვა“.

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რამე ფა­სე­უ­ლი თუ გა­ა­კე­თა ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად? რა პრო­ცე­სი წა­მო­ი­წყო, ყა­ვას რომ სვამ­დნენ იქ, “ყა­ვა­ხა­ნა“ და სა­ჭო­რაო რომ გახ­სნა? და­ე­ლო­დეთ სა­ლო­მეს, ვი­საც მისი იმე­დი გაქვთ. “არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მისი“ – ასეა ეს. იმ ემიგ­რა­ცი­ის პრო­დუქ­ტია, რო­მელ­მაც ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის დრო­ზე მი­ა­ტო­ვა. და­ე­ლო­დეთ სა­ლო­მეს, ის “იხ­სნის“ სა­ქარ­თვე­ლოს. პრე­ზი­დენ­ტი? იმ­პე­რა­ტო­რი რომ და­არ­ქვა, რისი გამ­კე­თე­ბე­ლია? თუ ამას [შე­ი­წყა­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს] გა­ა­კე­თებს, მო­ვალ ამ სტუ­დი­ა­ში, მო­ვიხ­დი ბო­დიშს და ცოტა ნა­ცარს ფი­ა­ლით მო­ვი­ტან და თავ­ზე წა­ვიყ­რი. ის არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლია. ეს მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს, რო­დე­საც ბი­ძი­ნას და­ა­სან­ქცი­რე­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ამასთანავე, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლოს “წი­თე­ლი ბა­რა­თი“ უწო­და.

“ახლა ისე არის წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სი­სუ­ლე­ლე­ებს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე წა­ა­წყობს. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, მას გა­ა­ყიდ­ვი­ნე­ბენ მწვა­ნილს ბა­ზარ­ში – და­ა­სან­ქცი­რე­ბენ არამ­ხო­ლოდ მას, არა­მედ მის გა­რე­მოც­ვა­საც და ახ­ლობ­ლებს. ეს უმ­რავ­ლე­სო­ბა თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, იქი­და­ნაც ვი­ღა­ცებს ამო­კენ­კა­ვენ.

ახა­ლი სის­ტე­მა იქ­მნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში – ე.წ. ნორ­დუ­ლი კავ­ში­რი, ან­გლო-საქ­სე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა პლუს სკან­დი­ნა­ვია, უკ­რა­ი­ნა და იქ­ნებ ჩვენ შე­ვეკ­ვე­ხოთ, ოღონდ ბი­ძი­ნა­თი არ გა­მო­ვა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ბი­ძი­ნა არის “წი­თე­ლი ბა­რა­თი” სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. რაც უფრო დრო­ზე მიხ­ვდე­ბა ეს ხალ­ხი, მით უკე­თე­სია, თო­რემ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იმ ახ­ლობ­ლებ­საც გა­მო­უყ­რი­ან ქარ­თვე­ლებს და ცო­ლე­ბი ჩა­მო­უ­ვა ქმრებს, რომ მი­ეჩ­ვივ­ნენ უკვე ცო­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბას. ბი­ძი­ნა არის ავად­მყო­ფო­ბა ამ ქვეყ­ნის. სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვა არ ექ­ნე­ბა, სა­ნამ ეს კაცი იქ­ნე­ბა აქ. რად­გან შიგ­ნი­დან ვერ ვე­რე­ვით, გა­რე­დან უკვე გა­და­წყვი­ტეს. საქ­მე არის სე­რი­ო­ზუ­ლად და ეს ვე­რა­ვინ გა­ი­გო.

კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა – კაცი იყე­ნებს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ქვე­ყა­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­თი აშან­ტა­ჟებს და­სავ­ლეთს. ამა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა არას­დროს მომ­ხდა­რა. არ­ცერთ ხე­ლი­სუ­ფალს ქვე­ყა­ნა შან­ტა­ჟის­თვის არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ეს ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მე­ფე­ე­ბი თავს დებ­დნენ. ეს არის კაცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­თი მა­ნი­პუ­ლი­რებს“, – გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

Cesko