43 Views
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცეს.
“დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.