„ახალგაზრდებო, გაბედეთ და თქვით, რომ გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებთ აუდიტორიაში!“ – ბონდო მძინარაშვილი

0
653
41 Views

„ადრე იყო დასწრებული, საღამოს და დაუსწრებელი… დასწრებულზე დილიდან საღამომდე იყო ლექციები. საღამოს სწავლებაზე, – ცხადია, საღამოს, სამსახურის შემდეგ იწყებოდა ლექციები. დაუსწრებელზე სემესტრში ერთი თვე იყო ლექციები. მაგრამ… მაგრამ გამოცდები დასწრებულ, საღამოს და დაუსწრებელ სწავლებაზეც იყო… აუდიტორიაში! სტუდენტები შინიდან არ აგზავნიდნენ საგამოცდო დავალებებს… ფოსტით! რა დაუსწრებელი, ანუ ონლაინ-გამოცდები?! ასეთი გამოცდები მსოფლიოში არსად არ არსებობს! ცოდნის შეფასების ასეთი ფორმა, უბრალოდ, არ არსებობს! სამართლიანი არ არის და იმიტომ! უცხოეთში ვინც სწავლობს, გამოცდებზე ისინიც ჩადიან იმ ქვეყნებში! წარმოუდგენელია, რომელიმე უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნო, ფული არ მაქვს და ვერ ჩამოვალო! ახალგაზრდებო, გაბედეთ და თქვით, რომ გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებთ აუდიტორიაში! კი ბატონო, ისიც თქვით, რატომ ვერ შეძლებთ, ვინ გიშლით?! P. S. დაზუსტება მიიღება… უგამოცდოდ!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko