უკრაინის რადას დეპუტატი, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დავით არახამია ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ აქტიურად აქვს კომუნიკაცია აშშ-ის კონგრესმენებთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელებთან, რათა განხორციელდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ. უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებითვე, ამ გზით თავიდან იქნება აცილებული საქართველოს ჩაბმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს.
“მე განვაცხადე, რომ მივმართავ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობას, ასევე აშშ-ს, უკვე მქონდა საუბარი რამდენიმე კონგრესმენთან, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან, რომ განხორციელდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ, რომ თავიდან ავიცილოთ საქართველოს ჩაბმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს, ქართველი ხალხი უკრაინის მოძმე ხალხია. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და უახლოეს დღეებში დაველოდებით შედეგებს,” – აცხადებს დავით არახამია.
დავით არახამიას ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე აქვეყნებს და წერს:”ამაზე დიდი შეფურთხება რა უნდა იყოს?! უთარგმნეთ ეს ვიდეო მთელ მსოფლიოს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეთ გასაუბრებაზე!”
წყარო: https://rustavi2.ge/
ვიდეო: