-ცკ კპსს-ის იდეოლოგიისგან რომ დაისვენებ და პრიბალტები რომ გაგიხდებიან უფროსებად!?
-ნახევარი ცხოვრება რომ კომუნიზმში მიგათრევენ და მეორე ნახევარში-ნატოში! ?
-ცეკას მე-2 მდივნები რომ დაგავიწყდება და კელი დეგნანს დაგინიშნავენ ნამესტნიკად!?
-კოლექტიური ევროპა რომ რუსეთს ებრძვის და რუსული გაზის საფასურით რუსეთსვე ამდიდრებს არნახულად!?
-ერთმა კაცმა სამშობლოს 20% ტერიტორია დაკარგა, ნიღაბი ჩამოვხსენი მტერსო, მეორე 20%-ს უკვე კარგავს და აწი ვიწყებ კონტრშეტევასო!
-იქ მანჯგალაძემ გუგავა წააქცია, აგერ, ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფეს შეება, უნდა წავაქციოო!
-გაგიჟდა ლიბერალური ევროპა, გაგიჟდა: შავზე თეთრს ამბობენ და სირცხვილი სულ დაკარგეს!!!
-აშშ-ს კოლონია-ევროკავშირის ევროპარლამენტარებო, ნიცშეს შვილობილო, ვაი-“ზეადამიანებო”, “უნისექს”მადიდებლებო, მოკვდა თქვენი იდეალები, გაკოტრდით, კოლექტიური ფსიქოზით დაავადებულები წადით და გაუყევით თქვენი იდეური მამის-ნიცშეს ბოლო გზას, იგივე კლინიკებისკენ….თქვენი ადგილი იქაა, საშველის-რა მოგახსენოთ!
-თქვენი ნიღბებიც დაიყარა უკვე!!!
-გაუმარჯოს ილუზიების მსხვრევას და ილუზიებისგან გათავისუფლებას!
-ჩვენი მიწა, ალაგი, სალოცავი, საფიცარი, სახატე და საძვალე კავკასიაშია, ჩვენი მეზობლები-აზერბაიჯანლები, სომხები, ჩრდილო კავკასიელები, რუსები და თურქები, ჩვენი ძალით და გარეულის წაქეზებით დაკარგული ძმები და დები-ოსები და აფხაზები არიან!
-ჩვენ რეალურად კავკასიაში ვართ და არა ვირტუალურ რეალობაში: იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, აშშ-ში!
-მადლობა უფალს!!!
-დიდება უფალს!!!
-დიდება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს!!!
-თენდება!!!
გაგიჟდა ლიბერალური ევროპა, გაგიჟდა: შავზე თეთრს ამბობენ და სირცხვილი სულ დაკარგეს!!! – მაია ნიკოლეიშვილი
38 Views