ფაქტობრივად, კრაზანების ბუდე დაარბია, “ხალხის ძალის” ინიცირებულმა კანონპროექტმა – ზურაბ ქადაგიძე

0
456
31 Views

ფაქტობრივად, კრაზანების ბუდე დაარბია, “ხალხის ძალის” ინიცირებულმა კანონპროექტმა… აიშალნენ, აგრესიულები გახდნენ და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. არა და მხოლოდ გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულებასა და ღიაობაზე არის საუბარი”- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

თუმცა იმდენად თვალნათელია ეს აგონია და კონტროლის დაკარგვა,რომ საქმე არც გამჭირვალობაზე და მითუმეტეს,არც კანონის ავკარგიანობაზეა.
საქმე ეხება სრულ ლუსტრაციას, როდესაც იმაზე მეტი დაფარული განზრახვა აღმოაჩნდა მავანთ,რომ აგონიაში ჩავარდნენ.

გონივრული ეჭვი არსებობს საზოგადოებაში,რომ არამხოლოდ 10%-იანი ატკატებისა და “გაქეშებული” ფინანსების გარდა, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი, პრივილეგირებული ორგანიზაცია მარტივი ფინანსური მაქინაციებით, სრულიად არამიზნობრივად იყენებს დონორებისგან მიღებულ მიზნობრივ გრანტებს.

სხვა ახსნა არ აქვს იმ აგონიურ კამპანიას, რასაც “იაფფასიანი სპეკულაციებით” ცდილობენ ზოგიერთები. ჰო და “პანდორას ყუთიც” გახსნილია, ზოგ-ზოგიერთის საუბედუროდ, “გადარჩენილ იმედამდე” ჯერ კიდევ ბევრი თავსატეხი ამოფრინდება ყუთიდან!”– წერს ზურაბ ქადაგიძე.

Cesko