„გადმომაბარეთ უფლებამოსილება… ზელენსკის ვათქმევინებ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო” – გიორგი ვაშაძე

0
371
52 Views

„გად­მო­მა­ბა­რეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მთლი­ა­ნად და­ვა­ლა­გებ ამ სა­კითხს, რო­გორც უკ­რა­ი­ნას­თან, ისე ბრი­უ­სელ­თან, ვა­შინგტონ­თან, ზე­ლენ­სკის ვათ­ქმე­ვი­ნებ პირ­და­პირ, ჩვენ­თან ერ­თად მი­ე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიო“, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძემ ამ გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა კი­თხვას, თუ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და უკ­რა­ი­ნის ვიცე- პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას სა­კი­თხი უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად არ უნდა გა­ნი­ხი­ლონ და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გია.

„მე მა­გა­ლი­თად, მათ ად­გილ­ზე, პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­გილ­ზე ჩა­ვი­დო­დი კი­ევ­ში და მათ­თან ერ­თად მხარ­დამ­ხარ ვიქ­ნე­ბო­დი ჩაბ­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­მუ­შა­ო­ში რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვა არ და­ის­მე­ბო­და რა­ტომ უნდა მი­ე­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. მათ აირ­ჩი­ეს სა­პი­რის­პი­რო გზა, ზე­ლენ­სკი­ზე თავ­დას­ხმის გზა, ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გზა, სე­ნა­ტო­რე­ბის და კონ­გრეს­მე­ნის მტრე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რას ელო­დე­ბით, კი­დევ უკ­რა­ი­ნამ თქვას არა, სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თან ერ­თა­დო?

ძა­ლი­ან ცუდი, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, აი მე რომ მომ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გად­მო­მა­ბა­რეთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მთლი­ა­ნად და­ვა­ლა­გებ ამ სა­კითხს, რო­გორც უკ­რა­ი­ნას­თან, ისე ბრი­უ­სელ­თან, ვა­შინგტონ­თან, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­საც მო­ვი­ღებთ და უკ­რა­ი­ნა თვი­თონ იტყვის, ზე­ლენ­სკის ვათ­ქმე­ვი­ნებ პირ­და­პირ, ჩვენ­თან ერ­თად მი­ე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიო,”- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

Cesko