„ვერ დაგიცავი და ვერ გადაგარჩინე, დე…” – ნინო ჩეკურიშვილის ტკივილი, რომლმაც მთელი ქვეყანა შეძრა

0
444
26 Views

ნინო ჩეკურიშვილი თავის უდიდეს ტკივილზე წერს – გარდაცვლილ შვილზე, რომლის ტრაგედიამაც მთელი საქართველო შეძრა.

„დღეს 20 წლის გახდი, ერეკლე, ჩემო დიდო ტკივილო. ყველაზე ლამაზ თარიღს გილოცავ, დე, ზეციურ საქართველოში. ვერ დაგიცავი და ვერც გადაგარჩინე. გამორჩეულად კარგო, გულიანო, თბილო და ტკბილო ბიჭო… შენი ხმა მენატრება, შენი ტკბილი და გულიანი სიცილი. სიცოცხლისათვის ბძოლაში დავმარცხდით, მაგრამ გპირდები, შენთვის ვიბრძოლებ და არ დავმარცხდები” – დაწერა ნინო ჩეკურიშვილმა.

ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მას შემდეგ ერეკლე კლინიკებში მკურნალობდა. ერეკლეს დედა ლევან რატიანს და საუნივერსიტეტო კლინიკას ადანაშაულებს იმაში, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძინდა.

„კლინიკაში გადაიყვანეს სრულიად სტაბილური, არ ჰქონდა სიცხე, არ სჭირდებოდა ჟანგბადის დახმარება. არ ჰქონდა ნაწოლები, პირიქით, სკამზეც ვსვამდით…” – ყვებოდა ქალბატონი ნინო.

წყარო: სარკე ნიუსი

Cesko