“ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუციის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი არის ის, რომ საქართველო შეეწინააღმდეგა მათ მოთხოვნას – ფაქტობრივად მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის”

June 10, 16:57
0
404

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციას ეხმაურება

„ბელგრადის მჭიდრო ურთიერთობამ რუსეთთან და მთავრობის უარმა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე ბრიუსელთან ურთიერთობა დაძაბა”, – წერს გავლენიანი #EUobserver. შესაბამისად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენს მიმართ ისეთი რეზოლუცია, როგორიც მიიღო, არის ის რომ საქართველო შეეწინააღმდეგა მათ მოთხოვნას – ფაქტობრივად მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის (ბუნებრივია აქ მხოლოდ სანქციებზე არ იქნებოდა საუბარი) და ქვეყანაში ომი გაჩაღებულიყო.

თბილისისგან განსხვავებით, ბელგრადიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები არ დგანან, სერბეთს საერთო საზღვარი არ აქვს რუსეთთან და ა.შ. აი ასეთ მოცემულობაში გვაგდებენ “ან-ან” !”, – წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

Cesko