„ვკარგავ ხოლმე ასეთ ადამიანებს მასთან ძველებური ურთიერთობა ვეღარასდროს მექნება“ – ნინელი ჭანკვეტაძე ქეთი დოლიძესთან დაპირისპირებაზე

June 10, 13:01
0
566

მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე რეჟისორ ქეთი დოლიძესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქეთი დოლიძე ძალიან უყვარს, მაგრამ მასთან ძველებური ურთიერთობა ვეღარასდროს ექნება.

„მე და ქეთის ის ურთიერთობა, რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, მაგრამ ის, რომ ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი, ისიც არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა, მე ასე ვფიქრობ. ჩემმა დუმილმა ბევრი რაღაც გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და ქეთის არც ერთ რეპლიკას არ ავყევი. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ქეთი ამ ჭკუაზე დადგებოდა – ახლა როგორც ამბობს, თურმე ნინელი არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, საწყენია, ეს თავში რატომ არ იცოდა, იმიტომ რომ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელი გაგვიტარებია ერთად და ვერასოდეს მე ამ ურთიერთობას ხაზს ვერ და არ გადავუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირში და ლხინშიც. ეს არ არის წყენა, წყენა ძალიან ცოტაა ამისთვის. ვკარგავ ხოლმე ასეთ ადამიანებს, თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და ჩემზე ფიქრობ, ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, რისი გამკეთებელიც არ ვარ, ესეიგი ფასი არ აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობა. ის ყოველთვის იქნება, ჭირში თუ ლხინში, რამე თუ გაუჭირდა, რასაკვირველია, მე იქ ვიქნები სადაც საჭიროა.

იმ პოზიციაზე, რაზეც იყო და ვთვლი, რომ ესეც ნაწილობრივ ჩემი დამსახურება იყო, ვთვლიდი, რომ იმ პერიოდში უნდა აღდგენილიყო სამხატვრო ხელმძღვანელად. მაგრამ გავიდა ეს ვადა და აირჩიეს სხვა. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერანაირს. ის დარჩა ამ თეატრის რეჟისორად. პირველი, რაც მე მაშინ მოსულ მინისტრს ვუთხარი, ვიდრე ეს თეატრი არსებობს, ქეთი არის ერთ-ერთი დამაარსებელი და არა ერთადერთი და ქეთი დოლიძე უნდა იყოს ამ თეატრის წევრი, ყველაფერი გააკეთეთ, ხელფასი არ დააკლდეს და ასეც მოხდა. ის წლები ქეთი იღებდა ხელფასს, ახლაც ძალიან მიხარია, რომ აპირებს გაგრძელებას, რაღაცას დადგამს“, – ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე გადაცემაში “სხვა კითხვები”.

Cesko