„მაიცა, მაიცა, მაიცააა, ახლა მოთქვამთ არაა კეზერაშვილი როგორ შევიდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიო?“ – გიორგი ფოფხაძე

0
863
26 Views

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:

„მაიცა, მაიცა, მაიცააა, ახლა მოთქვამთ არაა კეზერაშვილი როგორ შევიდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიო?
ეს ის კეზერაშვილი არაა, საფრანგეთმა რომ დაიჭირა, თქვენ მისი საქმე გამოგიზავნათ და საქმიდან, ნივთმტკიცებები დაკარგეთ თუ გააქრეთ, ფურცლები ამოხიეთ ისე რომ, გეგგონათ ფრანგები ვერ გაიგებდნენ და საერთოდ ექ -ენ – პროვანსის სასამართლოში ვინმე დონდოლაძე გააგზავნეთ პროკურატურიდან, რომელმაც ისეთები იბჟუტურა ფრანგი პროკურორი გამწარებული ყვიროდა 25 წელია პროკურატურაში ვმუშაობ და ასეთი არაფერი არ მინახავსო? ახლა არ მითხრათ ასე არ ყოფილაო თორეე .. სასამართლოს დარბაზში ვიჯექი და ჩემი ყურით მოვისმინე და ჩემი ორთავ თვალით ვნახე
იქნებ ეს ის კეზერაშვილი არაა თქვენმა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ თავად რომ, გააქათქათა და გააპრავა ტელე იმედის საქმეზე?
თუ არც ის კეზერაშვილია რომლის ოთხი ძმაკაცი ქოც სიით გიზით პარლამეტში?
ნწუ, ნწუ, ნწუუუ, ახლა აღარ მოგწონთ დათო კეზერაშვილი ხოოო?“

Cesko