“ტ/კ “იმედს” ოღონდ ევროპარლამენტარების ხმა გააგონე და იმავე წამს ფისი-ფისი ეპარებათ გულის აჩვილებისგან!” – გიორხელიძე

0
845
35 Views

ექსპერტი ეკონომიკის დარგში, დემურ გიორხელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია “იმედზე” წერს:

აი, ტ/კ “იმედს” ოღონდ ევროპელი პარლამენტარების ხმა გააგონე და…
იმავე წამს ფისი-ფისი ეპარებათ გულის აჩვილებისგან!
აი, სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვასმენინეს ლიტველი “მეგობრის” კუბილიასის (მგონი, ასეა მისი გვარი) მგზნებარე სიტყვა, როგორ შევიწროებულია მედია საქართველოში. მერე ვიღაც ქალი გამოვიდა, სოფლის მეურნეობის მუშაკს (ანუ მწველავს) ჰგავდა და… სააკაშვილს უმღერა, როგორ ტანჯავენ მას ქართულ ციხეში და ა.შ.
ოღონდ ევროპარლამენტარის ხმა გააგონე ტ/კ “იმედს”
და, რა მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობენ.
უნდა გავუგოთ, ქალბატონებო და ბატონებო:
“ეს ხომ ევროპაა!
ეს კი სულ სხვაა, სულ სხვა!”
p.s.
ისე, ჩვენში დარჩეს და, ტ/კ “იმედზე” პოლიტიკაზე და
ეკონომიკაზე ამდენ უჭკუო და იაფფასიანი
პროპაგანდისტული გადაცემები ვის გოგრაში იხარშება?!
ამდენი ფული გაქვთ, ნუთუ, კვალიფიციური
მაღალპროფესიული გადაცემების გაკეთება ძნელია,
რომლებშიც იმ აზრსაც გაატარებთ, რა პოზიციაც გაქვთ,
მაგრამ არ გყოფნით პროფესიონალიზმი და საქმის ცოდნა!
ზოგჯერ ტ/კ “იმედი” გადაცემების ხარისხის სიმდარესა და
პროპაგანდისტულ აღტკინებაში საზოგადოებრივ
მაუწყებელსაც კი უსწრებს, რომელსაც ძნელია წაართვა
პირველობა ნეო-კომკავშირულ პროპაგანდაში, მაგრამ
ახლა ამას “ევროპული ორიენტაცია” და საქართველოს სადღაც ვიღაცის უკანალში შეთხრა ჰქვია!

Cesko