“არა ბილწ ევროკავშირში შესვლას” – ლიტვის საელჩოსთან გურამ ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები დააკავეს

June 9, 14:01
0
293

ლიტვის საელჩოსთან აქცია გაიმართა. საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ევროკავშირისა და LGBT დროშები დახიეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა 4 მომიტინგე  დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი.

აღნიშნული დაჯგუფების წევრებმა 6 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც გამართეს აქცია, სადაც პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, დაკავებულთა შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილიც იყო.

Cesko