9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
375
33 Views

ვერძი

ეს დღე სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით სავსეა. პლანეტების განლაგება კომერციული ოპერაციებისთვის ხელსაყრელია – შეგიძლიათ კრედიტები უსაფრთხოდ აიღოთ. ფრთხილად იყავით, სპორტულ ვარჯიშს შეიძლება ტრავმა მოჰყვეს. ოჯახში სრული სიმშვიდე და ჰარმონიაა.

კურო

კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობა კმაყოფილებას მოგიტანთ. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას და აკონტროლეთ საკუთარი სურვილები. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა თქვენთვის სასარგებლო დროის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. გირჩევთ საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ტყუპები

ნუ ინერვიულებთ თუ სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას გრძნობთ – ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, საღამოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით – შესაძლებელია სიტუაცია უკონტროლო გახდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ მიმდინარე საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ ამ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ აუცილებელი არაა, სახლში დარჩეთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ მძიმე და ცხიმიან საკვებს უნდა ერიდოთ. არ დაგეგმოთ შრომატევადი სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები – ჯერ ამისთვის მზად არ ხართ.

ლომი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ, რომ ფინანსური პრობლემები თავიდან აიცილოთ. სირთულეების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევა ოჯახში ხანგრძლივ დებატებს და სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ უხეშობას და ზეწოლას. ამ დღეს მეგობრის დახმარებით ძველი პრობლემის გადაჭრის ახალ და საინტერესო გზას იპოვით.

სასწორი

დროა, ცოტა ხნით მუშაობა დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. გირჩევთ, გამორიცხოთ ხორცი და ალკოჰოლი თქვენი მენიუდან და ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ საჭირო მედიკამენტის დანიშნულებისთვის ექიმთან ვიზიტი გჭირდებათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მორიელი

ეს დღე კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. ეცადეთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში მოსვლა დააგვიანოს და ამის გამო ბევრი ინერვიულოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას ურთიერთობების სერიოზული გართულება გელით, მაგრამ ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას და ემოციების დეფიციტს უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ახალი საქმიანი თანამშრომლობა სასურველ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ.

მერწყული

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ შფოთვას და ნერვიულობას მოგიტანთ. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს – შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნება. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

თევზები

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. გულწრფელი საუბარი თქვენს შორის უნდობლობას გააქრობს. ალბათ დადგა დრო, სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, რომელიც უანგაროდ დაგეხმარათ. შესაძლოა, იმ საქმესთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომელიც დასრულებული გეგონათ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წარმატება თქვენ დაგრჩებათ.

Cesko