38 Views
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვისაც რუსეთი სძულს და პირობა დადო, რომ მათ გააქრობს.
„ხშირად მეკითხებიან, რატომ არის “ტელეგრამის” ჩემს არხზე პოსტები ასეთი მკაცრი. პასუხია – მე მძულს ისინი. ისინი დეგენერატები არიან. მათ სიკვდილი უნდათ ჩვენთვის, რუსეთისთვის. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ“, – დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მედვედევმა არ განმარტა ვის შესახებ წერს კონკრეტულად, თუმცა როგორც გაზეთი “Коммерсант” წერს, მედვედევი ყველაზე ხშირად ნეგატიურ კონტექსტში უკრაინის, ევროკავშირის და აშშ-ის ხელისუფლებებს მოიხსენიებს.
წყარო: https://www.bbc.com/