“ღამის 3 საათზე დაურეკეს და გაიყვანეს” – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? – რა მოხდა მარნეულში

0
595
34 Views

21 წლის ბიჭის ცხედარი, ელექტრო ბოძის ქვეშ გამთენიისას იპოვეს.

მენახირე, რომელმაც ცხედარი იპოვა, “ტვ პირველთან” ამბობს:

“დილის 4 საათზე გამოვედი სახლიდან საქონლის მოსაკითხად და აქ (ელექტრო ბოძთან) ვიპოვე ახალგაზრდა კაცის ცხედარი, შემეშინდა მიახლოება, ჰქონდა სისხლი და ჩანდა რომ ქონდა დაზიანებები. ღამით არც ჩხუბი გამიგია და არც ვარდნის ხმა, პოლიცია მეზობელმა ქალმა გამოიძახა.”

“მშობლები არ ჰყავს საქართველოში, ბაბუა ზრდიდა. არ ჰქონდა პრობლემა, რატომ უნდა მოეკლა თავი? ხიდთან ახლოს ვიპოვეთ, სხეული დაზიანებული ჰქონდა, გამოძიება კი გვარწმუნებს, რომ თავი მოიკლა.” – ამბობს მედიასთან ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილის ბაბუა, მედიასთან ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გარეთ გაიყვანეს და მას შემდეგ გაქრა:

“გავიგე ზარი, ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა და ამ ზარის შემდეგ სახლიდან გავიდა, რომ აღარ დაბრუნდა, პოლიციაში განვაცხადე. დილით იპოვეს. ხელი, ფეხი და თავი ჰქონდა დაზიანებული, მგონია, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს.”

Cesko