საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს

0
1142
44 Views

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, „ნადავლი“, რომელიც საქართველოს ორმა მოქალაქემ ჩაიგდო ხელში, 400 000 ევროს აღემატება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველებმა ათენის ცენტრში არსებული მინიმუმ, ოთხი სახლიდან მოიპარეს სამკაულები, ოქრო, ვერცხლი, ძვირადღირებული საათები, ელექტრონული მოწყობილობები და მობილური ტელეფონები, ნაღდი ფული: 155 ევრო, 250 000 ფუნტი, 249 აშშ დოლარი.

ქართველებმა ძარცვა ისე დააორგანიზეს, რომ პოლიციას ხელთ არ ჩავარდნოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სულ მცირე, 2021 წლის დეკემბრიდან, შექმნეს ბანდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე სახლებში ქურდობას ახორციელებდა

მათ მანქანები ისე მოაწყვეს, რომ კარგად დამალვა მოეხერხებინათ. კომუნიკაციისთვის გამოიყენეს არარსებული, უცხოელების სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები. მოპარული ნივთები მათ ათენის ცენტრში მდებარე სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარეს.

დაკავებულები ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

წყარო: პრაიმთაიმი

Cesko