დღეს უკვე აშკარაა – ის ცხოვრება, ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, ადამიანებს შორის, წარმოდგენები მოვლენებსა და კონკრეტულ ფაქტებზე – აღარასოდეს აღდგება!

0
1409
46 Views

დღეს უკვე აშკარაა – ის ცხოვრება, ის ურთიერთობები სახელმწოებს შორის, ადამიანებს შორის, ის წარმოდგენები მოვლენებსა და კონკრეტულ ფაქტებზე – აღარასოდეს აღდგება!

სრული მენტალური რევოლუციის წინაშეა დღეს ყველა,
განსაკუთრებით ქართველი!
დაპირისპირებები გაძლიერდება, –
ამ მდგომარეობას აეროდინამიკის ენაზე
ტ უ რ ბ უ ლ ე ნ ტ ო ბ ა ჰქვია (ქარიშხლიანი, უწესრიგო) –
ამ სიტუაციაში ორიენტაციის ჩვეული უნარები და წარმოდგენები არაფერს იძლევა!
აქ სულ სხვა აზროვნება – არაწრფივი აზროვნებაა საჭირო!
ხომ ხედავთ, უკრაინაში (და მანამდე არაერგზის და არაერთ ადგილას) “ხორცის საკეპი” მანქანის მსგავსი პროცესია გაშვებული – რომლის საბოლოო მიზანი და შედეგი დაფარულია ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისათვის.
მაგრამ ასეთია რეალობა – ასეთია მიმდინარე თანამედროვეობა და ამ თანამედროვეობაში ჩვენი ცხოვრება!
ძნელია, ადამიანის ფსიქიკაზე უფრო დიდი ზეწოლის წარმოდგენა!
ძნელია, იმ საფრთხეზე დიდი საფრთხის წარმოდგენა, რასაც თანამედროვეობა ადამიანს უქმნის!
ამ სიტუაციაში პრიმიტიული აზროვნება,
იდეოლოგიური სიჩლუნგე და
სასაცილო “ორიენტაციები” – ეს აკვიატებული იდეა-ფიქსები – ანუ ჩავლილ წარსულ წესრიგში ორიენტირებული წარსულში ჩარჩენილი გონება, –
უმწიფრობის, გაუნათლებლობისა და კატასტროფული მომავლის განმაპირობებელი აუცილებელი და საკმარისი პირობებია!
დრო იცვლება – სამყარო იცვლება,
მსოფლიო წესრიგი იცვლება და ამას გააზრება სჭირდება!
ტექტონიკური მასშტაბის ძვრებია და ამ ძვრებისას,
შენ გინდა რომ თავს იმშვიდებდე, რა “კარგი” იყო და
რა “კარგი” მიზნები გქონდა?!
ელოდები ხომ?!
ტექტონიკური ძვრების შემდეგ არავინ იცის რა ლანდშაფტი დადგება! შენ, უბრალოდ, მზად უნდა იყო ნებისმიერი ლანდშაფტისთვის და არ დაიბნელო საკუთარი თავი ილუზორული წარმოდგენებით!
თავისუფალი ადამიანი ვერავის იმედად იქნება, თუარა
თავისუფალი ადამიანების (აუცილებელი მინიმუმის) გონიერი და პრაგმატული მოქმედებებისა!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი. სოციალური ქსელი

Cesko