„გააფრთხილეთ თქვენი პატარები… გადარეული ახალგაზრდა დადის და… საშუალო ტანის ბიჭია” – გაფრთხილება მშობლებს!

0
872
95 Views

ფეისბუქგვერდზე “ვარკეთილი” სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი უცნობი ბიჭის შესახებ წერს, რომელიც ყველას ჩახუტებას სთხოვს და მშობლებს აფრთხილებს, შვილებს ყურადღება მიაქციონ.

“გამარჯობათ მგობრებო. მშობლებო, დებო და ძმებო, გააფრთხილეთ თქვენი პატარები, რომ უცნობებს არც კი გასცენ ხმა. ეცადეთ, რომ მარტო არ გაუშვათ გარეთ. გადარეული ახალგაზრდა დადის და უცნაურად ჩახუტებას სთხოვს ყველას.

ეს რა ახალი უბედურებაა, არ ვიცი, მე პირადად ამ ადამიანის შემეშინდა და ამიტომ მინდა ყველა გაგაფრთხილოთ, რომ ვიღაც ავადმყოფმა თქვენი პატარების ნდობით არ ისარგებლოს”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და კომენტარებში დასძენს: “საშუალო ტანის ბიჭი იყო, მე პირადად ვინც ვნახე. მუქი ფერის თმა არ ქონდა, არც თვალები ქონდა შავი ერთი კი შევხედე “გრუბად” და მერე წავიდა”

Cesko