სამარცხვინოა, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ არის იმ კონდიციაში, როცა რაღაც განცხადებებს აკეთებს, აზრს გამოხატავს თავისუფლად და ისევ აგრძელებს იმას, რისთვისაც უნდა იჯდეს ციხეში – ძალადობას და ახლა ისევ ძალადობის ორგანიზებას აანონსებს. მერე კიდევ უკვირთ… რაღა უნდათ, პირდაპირ აანონსებს ადამიანი, რომ გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა ერთხელ. ეგრევე დასაკავებელია. საღი აზრი ხომ არსებობს, დავფიქრდეთ ადამიანებო. ალბათ, მთელი ამბავი ეგ არის, რისთვისაც იყენებენ მას და მის დაჯგუფებას, რომ შიში დათესონ და უიმედობა. აი კადიროვი ასრულებს რუსეთში მაგათ ფუნქციას მის ბანდიტურ დაჯგუფებებთან ერთად, ამას ეს ხალხი აქ აკეთებს. ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელებო, მანდ ხომ ხართ ადამიანები, ვისაც გჯერათ, რომ შეგრჩათ ღირსება. აი ეს კაცი არის დასაკავებელი. რა განცხადებაც გააკეთა, ამაზე პირდაპირ გევალებათ მოქმედება და რა ვიცი, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხართ და მაგ ფუნქციას ასრულებთ, თუ რა ხდება საერთოდ
ამის შესახებ ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ TVპირველის ეთერში, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფორს ლიდერის, კოკა მორგოშიას განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისი პრაიდის კვირეული დაანონსდა, მორგოშიამ განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ფესტივალი არ ჩატარდება, ხოლო დღეს მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებენ “პრაიდებს, ფესტივალებს და მსგავს ღონისძიებებს”.