“ოთხი ტელეარხი ერთად მომისიეს და ერთი კვირის განმავლობაში მაბულინგებდნენ” – იოსებ ჭუმბურიძე

0
443
31 Views

პუბლიცისტი, იოსებ ჭუმბურიძე ფეისბუქზე წერს:

“არაფერი დამიშავებია:
არც ერეკლე მეფე გამილანძღავს და არც დავით აღმაშენებელი –
ღმერთმა დამიფაროს!
არც სტალინი შემიქია, არც სააკაშვილი –
ღმერთმა დამიფაროს!
***
უბრალოდ, ჟიურის წევრი ვიყავი.
უფრო ზუსტად, უნდა ვყოფილიყავი.
ოთხი ტელეარხი ერთად მომისიეს და ერთი კვირის განმავლობაში მაბულინგებდნენ.
***
ერთი სიტყვა არ დასცდენია ნიკა მაჭუტაძეს.
არ უთქვამს, ხალხო, რა ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვით ამ კაცსო.
არადა, მან ყველაზე კარგად იცის, რომ ნებისმიერ ჟიურიში ჩემი ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ნიჭიერების გამოვლენასა და მისით გახარებას ნიშნავს.
ეს არაერთხელ დამიმტკიცებია.
***
ბერძენიშვილის გამო კი თავი გამოიდო და მისი მორიგი მკრეხელობით აღშფოთებული ხალხი ბოლშევიკებად შერაცხა.
***
ახალგაზრდა კაცის ორმაგმა სტანდარტმა შემაწუხა, თორემ ჩემზე მოსეულმა ნეობოლშევიკებმა (თუ ახალი თაობის კომკავშირლებმა) რაც დამაკლეს, ყველამ კარგად დაინახა.
კვლავაც არაერთხელ ვიქნები ჟიურის წევრი.
კიდევ ბევრჯერ გავიხარებ ნიჭიერი ავტორის აღმოჩენით.”

Cesko