“გოშიებმა რამდენიც უნდათ, იმდენი იწკავწკავონ… კობახიძემ აბსოლუტურად ზუსტი შეკითხვები დასვა” – გია გაბრიჭიძე

May 31, 11:04
0
318

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლას, ევროკავშირთან მიმართებაში, ასე აფასებს :
“ირაკლი კობახიძემ აბსოლუტურად ზუსტი შეკითხვები დასვა იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ნაცები და მათი ლობისტები როგორც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზად ასახელებენ.
ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო ბევრად უსწრებს როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას დემოკრატიული რეფორმების გატარების მხრივ, ხოლო უკრაინისთვის დახმარების მიმართულებით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება ე.წ. ცნობადი კრიმინალების დაკავებას, ასევე ცნობილია რომ სააკაშვილს და გვარამიას გაცილებით უფრო საშინელი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ვიდრე პოროშენკოს, დოდონს, თუ იანუკოვიჩს.
ნაცების და მათი ლობისტების იმედი, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას დაამხობს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხალხი არამც თუ არ იცნობენ საქართველოს მოსახლეობას, არამედ საერთოდ ამოვარდნილნი არიან უმარტივესი ლოგიკისგანაც.
ასე რომ ჩვენი ქარავანი თავის გზას აგრძელებს, ხოლო გოშიებმა რამდენიც უნდათ, იმდენი იწკავწკავონ.”

Cesko