“დღეს, ბათუმის ღვინის მაღაზიაში რუსი გოგო-ბიჭი შემოვიდნენ…ვითომ არაფერი, უცებ საშინლად შემშურდა მათი …”- რას წერს ბლოგერი

0
2123
55 Views

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

“დღეს ბათუმის ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსი გოგო და ბიჭი შემოვიდნენ პროდუქტებით სავსე ჩანთებით, რამდენიმე ბოთლი ღვინო იყიდეს და გავიდნენ. ხომ ვითომ არაფერი და უცებ საშინლად შემშურდა მათი. შემშურდა იმის, რომ ახლა საღამოს ერთად ალბათ რამე გემრიელ საჭმელს მოიმზადებენ და ღვინოს დალევენ, მე კი არასოდეს არ ვყოფილვარ შეყვარებულთან ერთად ღვინის მაღაზიაში.

საქართველოში ქალი არასოდეს არ არის შენი. შეგიძლია გქონდეს მასთან სექსი, მაგრამ შენთან ერთად ღვინოს არასოდეს არ დალევს. სამოგზაუროდ არ წამოგყვება. არასოდეს უდარდელად არ დაჯდება შენთან ერთად რესტორანში. არ გაკოცებს შუა ქუჩაში. ქართველი ქალი ყოველთვის არის სადღაც შენგან შორს, ძალიან შორს, ფუსფუსებს გაზქურასთან, საფენებს უცვლის ბავშვს, ჭურჭელს რეცხავს ან მეზობელთან ჭორაობს, მაგრამ შენთან არასოდეს არ არის. ვერასოდეს ვერ იყიდით და დალევთ ღვინოს ერთად, ქუჩაში ვერ აკოცებ და ერთად ვერ ისეირნებთ წვიმაში. ვერასოდეს ვერ მოუყვები, გუშინ თავს რა გადაგხდა ან რა ფერის ბუშტები გიყვარდა ბავშვობაში.

საქართველოში ყველაზე ელემენტარული ცხოვრებისეული რაღაცები გენატრება თვით ყველაზე უახლოესი ადამიანების გარემოცვაშიც

Cesko