თელავში ერეკლე მეორის დასაცავად მოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ

May 28, 18:15
0
498

თელავში ერეკლე მეორის დასაცავად დღეს მისი რეზიდენციის წინ სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მეფის მხარდასაჭერ აქციას სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

-„დიდება მეფეს! ერეკლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენს მეფეს ვიცავთ და ისტორიას , რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია”.

მშვიდობიან აქციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.

აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს ისტორიის ცოდნა დაუწუნეს, ერეკლე მეფის მოღვაწეობა თელავიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს და ეროვნული ცნობიერების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქართლ-კახეთის მეფის მმართველობა თითოეული ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს და პატარა კახის ცხოვრება დაცინვის ობიექტი არასოდეს არ უნდა გახდეს.

აქციის დასასრულს ითქვა, რომ შაბათს, 4 ივნისს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ერეკლე II არის დაკრძალული, მეფის სულის მოსახსენებელ პარაკლის გადაიხდიან.

Cesko