“გაუბედურებულ, გაღარიბებულ ხალხს ატყუებ… დავალება გაქვთ რუსეთიდან… ხომ ხართ მდიდრები, ხომ გაყიდეთ მთელი საქართველო?” – სანდრო ბრეგაძე ივანიშვილს

0
1051
42 Views

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:

“ჩემი ინფორმაციით, როგორც მაცნობა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ევროპარლამენტის დეპუტატია და ევროპაში ცხოვრობს, ნაციონალური მოძრაობის მთელი აქტივი, აქტიურად დადის ევროპარლამენტის კულუარებში და მაქსიმალურად ცდიულობს რომ საქართველოს ჩაეკეტოს ყველანაირი გზა ევროკავშირში შესასვლელად. დიახ, ნაციონალური მოძრაობა – ეს არ არის გასაკვირი, არახალია, მაგრამ საინტერესო რა არის, რაც ჩემმა ევროპელმა მეგობარმა მითხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვას ახორციელებს ქართული ოცნების დავალებით, დიახ, ქართული ოცნების დავალებით.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების უმრავლესობა, ჩემი ინფორმაციით, ნაყიდი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც იყიდა სხვა პარტიები, რომლებიც შეიყვანა შემდეგ პარლამენტში.

ახლა დასვამთ ლოგიკურ კითხვას – რაში აწყობს ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი?

ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა – ქართულ ოცნებას პირდაპირი დავალება აქვს რუსეთიდან, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება არ მოხდეს, დავალება არ არის ეს, ეს არის ულტიმატუმი. მე არ ვიცი, რატომ არ საუბრობს ამაზე ქართული ოცნება, რატომ არ საუბრობს ამაზე ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მეც ვიცი და საკმაოდ ბევრმა პოლიტიკოსმა, რომ რუსეთიდან, რამოდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, არის პირდაპირი ულტიმატუმი დაყენებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არანაირ ევროინტეგრაციაზე საუბარი არ უნდა იყოს. ქართული ოცნება ჩავარდა გამოუვალ მდგომარეობაში, ერთის მხრივ – მათ აწვებიან ევროპელები და მეორეს მხრივ მათ აქვთ დიდი ზეწოლა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან – აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. ეს ყველაფერი კი გამოიწვია ქართული ოცნების ქაოსურმა, სამარცხვინო საგარეო პოლიტიკამ.

დღეს პარლამენტში დაიდგა სპექტაკლი, თითქოსდა ქართულ ოცნებას უნდა ევროინტეგრაცია, რეალურად ქართულ ოცნებას პირდაპირ ულტიმატუმი აქვს დამოკლეს მახვილივით თავზე, ულტიმატუმი აქვს, როგორც კი მოხდება ევროსტრუქტურებში ნაბიჯების გადადგმა, რუსეთი აამუშავებს იმ მექანიზმებს, რომელი მექანიზმებიც მას აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე სამოქმედოდ. ქართულ ოცნებას გაგზავნილი ჰყავს, ჩემი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც უმტკიცებენ ევროპარლამენტს, რომ გვარამია პოლიტპატიმარი გვყავს, სააკაშვილი პოლიტპატიმარი გვყავს, საქართველოს განვითარება არ ხდება დემოკრატიული კუთხით და ა.შ. და ა.შ.

რა საჭირო იყო დღეს ნიკა გვარამიას დაჭერა, იმის გამო, რომ ბავშვები სამსახურის მანქანით მიიყვანა სკოლაში? ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი უნდა დაეჭირა ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში რომ მოვიდა მაშინ. მითხარით თანამდებობის პირი, რომელიც ბავშვებს არ ატარებს სამსახურეობრივი მანქანით, ჩაიხედოს ყველამ გულში. ნაციონალური მოძრაობის გენ. პროკურორის პირველ მოადგილეს, რამოდენიმე წლის მერე რომ ამის გამო აკავებ, ხომ ცხადია, რომ რაღაც სპექტაკლია?

მინდა მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
ბატონო ბიძინა, გასაგებია, რომ პრობლემები გაქვთ და რუსეთისგან დიდი ზეწოლა გაქვთ, გასაგებია, რომ ულტიმატუმი გაქვთ წაყენებული რუსეთისგან, გასაგებია, რომ თქვენი მთავრობის ბევრი წევრის ქონებას, იგივე რუსეთში საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრება, თუკი რუსულ დავალებებს არ შეასრულებს, ისიც გასაგებია, რომ გონივრული პოლიტიკა რუსეთთან საჭიროა, რომ არ მოხდეს საომარი მოქმედება, მაგრამ როდესაც ამ გასაცოდავებულ, გაუბედურებულ, გაღარიბებულ ხალხს ატყუებ, რომ ევროსტრუქტურებში გინდა შესვლა და სინამდვილეში ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში არ შეხვიდე – არ შეიძლება ამის გაკეთება, ცოდოა ეს ხალხი…

ცოდოა ეს ხალხი, ამდენი გაჭირვების ფონზე რომ კიდევ სპექტაკლებს უდგამთ და კიდევ ატყუებთ და კიდევ საშინელებებს უკეთებთ. ქართველები ხომ ხართ? ქართული სისხლი ხომ გაქვთ მაგ ძარღვებში? რაღაცა 2 პროცენტი ხომ გაქვთ ქართველობის შენარჩუნებული? ძალიან გთხოვთ, ნუღარ ატყუებთ ამ ხალხს, ნუღარ აძლევთ ყალბ ილუზიებს რომ ზეგ ნატოში შევალთ, მაზეგ ევროკავშირში ვიქნებით და სინამდვილეში თქვენივე მსტოვრები დადიან ევროკავშირში და აცხადებენ იქ, არ მიიღოთ საქართველოო…

იჭერთ ნიკა გვარამიას სპეციალურად იმის გულისთვის, რომ ევროსტრუქტურებში საქართველოს გაერთიანება არ მოხდეს – მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზანი აქვს ნიკა გვარამიას დაჭერას, რომ ევროსტრუქტურებმა თავად თქვან უარი – ეს ქვეყანა როგორ უნდა მივიღოთ, რომელსაც ჟურნალისტები ჰყავს დაპატმრებული, აგერ ამას აკეთებს… შესანიშნავად ვიცით ყველაფერი, უბრალოდ, ამ ხალხს ნუ ატყუებთ…

თქვენ ხომ ხართ მდიდრები მილიონერები, გაქვთ უამრავი სახლები, აგარაკები, უცხოეთში სწავლობენ თქვენი შვილები, უზრუნველად ცხოვრობენ, აგერ, მითხრეს, ერთ-ერთო პარლამენტარის შვილი, თურმე, საერთოდ დიპლომატიური ნომრებით დადის და ე.წ. “მიგალკებიანი” მანქანით… ხომ გაქვთ შესანიშნავი ცხოვრება მოწყობილი თქვენთვის? ფუფუნებაში ხომ ცხოვრობთ? ხომ გაყიდეთ მთელი საქართველო? რა გინდათ ამ საცოდავ ხალხთან, რაღას ერჩით, სუნთქვის უფლებაც აღარ გინდათ მისცეთ? ოცნების უფლებაც აღარ გინდათ მისცეთ? მთელ საქართველოს აყურებინებთ თქვენ მიერ დადგმულ სპექტაკლს, თითქოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება გინდათ, არადა ჭირის დღესავით არ გინდათ, იმიტომ რომ რუსეთში რა ქონება და კაპიტალიც გაქვთ, დაკარგავთ იმავე დღესვე და ეს არ არის ერთი და ორი ლარი… ჩვენ ხომ ეს ყველაფერი კარგად ვიცით?

Cesko