„ყოჩაღ! რამდენი მოგცეს? ღირდა? ნაგავო!” – მაკა რაზმაძემ გაამხილა რა მესიჯი მიიღო პოეტ ზვიად რატიანისგან

0
904
28 Views

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოეტმა ზვიად რატიანმა მას მუქარის შემცველი განცხადებები გაუგზავნა. ჟურნალისტი გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. “აიპრესი” მაკა რაზმაძეს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად. როგორც მან აღნიშნა, პოლიცია თავად დაუკავშირდა.

“არა, ზვიად რატიანი არ შემხმიანებია, დამბლოკა გუშინ. პოლიციისთვის მე არ მიმიმართავს თვითონ დამირეკეს რადგან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა ისჯება კანონით და მით უმეტეს მუქარა და სტატუსის საფუძველზე დამირეკეს. საქმე აღიძრა 154 მუხლით,” – თქვა ჟურნალისტმა.

რამდენიმე წუთში კი მაკა რაზმაძემ მოგვწერა, რომ ზვიად რატიანი მასთან კონტაქტზე გავიდა, რომელმაც მისწერა: “ყოჩაღ! რამდენი მოგცეს? ღირდა? ნაგავო”.

რაზეც რაზმაძე ასეთ შეფასებას აკეთებს: “ეს მართლა ფსკერი ფულის იქით რომ ვერაფერს ხედავს.”

წყარო: აიპრესი

Cesko