ზელენსკი: ჩვენს მეზობელს გავანადგურებთ და ქალაქებსა და ინდუსტრიას აღვადგენთ

May 23, 16:38
0
496
Ukrainian President Volodymyr Zelensky seen on a giant screen by video link delivering remarks at the Congress centre during the World Economic Forum (WEF) annual meeting in Davos on May 23, 2022. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციები დააწესოს, მათ შორის ნავთობის სრული ემბარგო.

„საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდა იყოს პრევენციულად გამოიყენოს სანქციები და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში უპასუხოს საფრთხეებს. ეს სანქციები თავიდანვე რომ დაწესებულიყო, რუსეთი უკრაინაში შეჭრას ვერ შეძლებდა. აგრესორს ეცოდინება, რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობა უწოდა.

„ჩვენ გავანადგურებთ ჩვენს მეზობელს [რუსეთს] და აღვადგენთ ქალაქებსა და ინდუსტრიას. ჩვენ ისტორიულ შესაძლებლობას გთავაზობთ. ომის შემდგომი აღდგენა შესაძლოა იყოს სწრაფი და ეფექტური. უკრაინა საუკეთესოებს მოიზიდავს“, – განაცხადა მან.

Cesko