“მოვუწოდებ პრეზიდენტს, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს” – სამადაშვილი

0
582
34 Views

დეპუტატმა, პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

“ნიკა გვარამიას დაპატიმრება შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი მედია მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. მე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღესვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციური უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ დღეს, როდესაც ამ ძალიან რთულ გზას გავდივართ ევროკავშირში და ნატო-სთან მიმართებაში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს ამ შეცდომის გამოსასწორებლად და ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, რომელიც ამ პრობლემას, კონკრეტულ პატიმართან მიმართებაში სწრაფად მოაგვარებს”

Cesko