25 Views
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე “ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, ასე პასუხობს:
“ის, რომ თურმე მოლდოვაზე წინ ვართ ნურას უკაცრავად, მოლდოვაა ჩვენზე წინ, ვინაიდან მოლდოვამ გააძევა თავისი ოლიგარქი პლახატნიუკი და ჩვენი ოლიგარქი კულისებიდან მართავს ქვეყანას;
ისტორიული მოვლენის წინ, დემონსტრაციულად აპატიმრებ ნიკა გვარამიას ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებ რუსეთის დავალებით, ან გაწუხებს აუტანელი ბოღმა, მაგრამ საკუთარ ბოღმას ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლო” , – ამბობს რომან გოცირიძე .